სამების ტაძარში საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სახელისუფლებო გუნდის წევრებმა სამოქალაქო პანაშვიდზე მყოფ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ალექსანდრე ლომთათიძის ცხოვრებასა და საქმიანობაზე ისაუბრეს.
სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ აღავლინა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ ტახტის მოსაყდრემ დამსწრეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი უზბეკეთში საქართველოს საელჩოს მიერ იქნა მოძიებული. მისი ნეშტის გადმოსვენება კი, ქართული მხარის მხარდაჭერით განხორციელდა.