“ალდეს” ყოველწლიურ კონგრესზე, რომელიც წელს სტოკჰოლმში გაიმართა ევროპულმა პარტიებმა ერთობლივი, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღეს. აღნიშნული რეზოლუცია “სტრატეგია აღმაშენებელმა” დაარეგისტრირა. როგორც პარტია აღნიშნავს, მხარდაჭერილი ტექსტი ბევრად მწვავე და კრიტიკულია, ვიდრე აქამდე მხარდაჭერილი სხვა დოკუმენტები.რეზოლუციაში დაფიქსირებულია მოწოდებაც, რომ მმმართველმა პარტიამ შეწყვიტოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის არშესრულებით. საუბარია ნიკა გვარამია, ლაზარე გრიგორიადისი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც.
რეზოლუციის ტექსტს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.