26 მაისის ღონისძიებას ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ესწრებოდა - ვისაც გინდათ, რომ პოლიტიკური სკანდალი შექმნათ, მინდა მოკრძალებით გირჩიოთ, გაიხსენოთ თქვენი ფავორიტი ლიდერები, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე დადიოდნენ შოპინგზე, სახელმწიფოს ხარჯზე იტარებდნენ რეკრეაციულ პროცედურებს , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიმდინარეობისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სპორტდარბაზში იმყოფებოდა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია დღეს საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში დგას. მისივე შეფასებით, ფაქტი, რომ „26 მაისს ამდენი პროვოკაცია დაიგეგმა ადასტურებს, ვისთან გვაქვს საქმე“.
“ამ ღონისძიებას ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ესწრებოდა, ეს იყო პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე, შესაბამისად, სპეკულაციები უადგილოა. იმ ადამიანებს, ვისაც გინდათ, რომ აქედან პოლიტიკური სკანდალი შექმნათ, მინდა მოკრძალებით გირჩიოთ, გაიხსენოთ თქვენი ფავორიტი ლიდერები, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე დადიოდნენ „შოპინგზე“, სახელმწიფოს ხარჯზე იტარებდნენ რეკრეაციულ პროცედურებს, ადამიანებმა ყველაფერი სახელმწიფოებრივი ფეხქვეშ გათელეს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ