“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრები, ხულოს მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. პარტიის წევრი ედო ჯავახიძე ირწმუნება, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელ ირემაძეებში ბოღაურის უბანში სასმელი წყლის რეზერვუარის მოსაწყობად 100 ათასი ლარი დახარჯა, თუმცა მოსახლეობას წყალი დღემდე არ მიეწოდება. მისივე ინფორმაციით, ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ მერიამ არასრულად შესრულებული სამუშაოების ტენდერი ჩაიბარა.