ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას მმართველი გუნდი ეხმაურება. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინი ფრენებთან დაკავშირებით თავის განცხადებებში სავარაუდოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა, რადგან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა ხელისუფლებას არ გაუპროტესტებია.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციის არასწორ დამოკიდებულებებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ფრენების აღდგენას ის ადამიანები აპროტესტებენ, რომლებიც წარსულში რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისკენ მოუწოდებდნენ.
მმართველი გუნდის გამოხმაურება მოჰყვა ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დასვა საკითხი ვიზების გაუქმებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ.