ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტებთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ 26 მაისის ღონისძიებას არა პარტიული, არამედ სახელმწიფო თანამდობობის პირები ესწრებოდნენ. სპორტდარბაზში გადაღებულ ფოტოებზე საუბარი კი მისი შეფასებით, პირად ცხოვრებაში შეჭრის მცდელობაა. კობახიძე აცხადებს, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოები პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო.