ბუნდესლიგის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ბოლო ტური ვიხილეთ, სადაც ჩემპიონის ბედი წყდებოდა. „დორტმუნდი“ „მაინცს“ მასპინძლობდა, ხოლო „ბაიერნი“ სტუმრად „კიოლნს“ ეთამაშებოდა. საბოლოოდ ჩემპიონი „ბაიერნი“ ზედიზედ მეთერთმეტედ გახდა.მატჩები მეტად დაძაბულად წარიმართა. პირველი ტაიმის შემდეგ, „მაინცი“ 2:0-ს იგებდა, ხოლო „ბაიერნი“ 1:0-ს. „ბორუსია“ მოგების შემთხვევაში ჩემპიონი ხდებოდა, მაგრამ ტერზიჩის შეგირდებმა ეს ვერ მოახერხეს.
81-ე წუთზე „კიოლნმა“ ანგარიში გაათანაბრა. იმ მომენტში კი „დორტმუნდი“ 1:2 მარცხდებოდა. ტერზიჩის შეგირდები ბევრს უტევდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაჰქონდათ. 89-ე წუთზე მუსიალამ „ბაიერნი“ წინ გაიყვანა. ნიკლას ზიულემ კი 95-ე წუთზე გაათანაბრა. „ბორუსიას“ დრო აღარ ეყო და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ტუხელის გუნდმა კი მოიგო და ჩემპიონი გახდა.