ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ კმაყოფილია იმ შედეგით, რაც პარტიაში ჩატარებული არჩევნებით დადგა. მელია განმარტავს, რომ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობას მრავალი წელი აპირებს, თუმცა რა ფორმით, ამაზე აღარ საუბრობს.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოც გახდება, მაგრამ ისე, რომ ვერცერთი სხვა ოლიგარქი მართვის სადავეებთან ვერასდროს მოვა.