თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ შეხვდა. ასევე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუმ შეხვდა მხარდამჭერებს. მან ეკონომიკურ პრობლემებსა და ვალუტის რეკორდულ ვარდნას გაუსვა ხაზი. შეგახსენებთ, რომ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმათა – 49% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი 44%.