საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა პროტოკოლის წესების დარღვევაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის უკმაყოფილება დიასპორის დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმზე სკამების განლაგებამ გამოიწვია. როგორც მან განმარტა, ასეთ ღონისძიებაზე ადგილები არა სურვილის, არამედ წესის მიხედვით უნდა განისაზღვროს. კიდევ რამ გამოიწვია ზურაბისვილის გაღიზიანება და როგორ პასუხობენ მის კრიტიკას მმართველ გუნდში.