პატრიარქის თამოსაყდრემ, მეუფე შიომ საქართველოს მთავრობის მეთაურსა და საზოგადოებას გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო პროცესი და მომავალი სამუშაოების გეგმა გააცნო. მეუფე შიოს განცხადებით, გელათში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად ექსპერტების ნაწილი უახლოეს დღეებში ჩამოვა. მთავრობის მეთაურმა კი იმედი გამოთქვა, რომ საპატრიარქოსა და მთავრობის თანამშრომლობით, გელათთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდება.