პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია 2 პირი. ბრალდებულებმა ნაცნობი ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა კი ქვებითა და ბეტონით ამოავსეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.