ვაკეში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი გუგა ფირცხალავას მდგომარეობა სტაბილურია. ხეჩინაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. სროლა მოსეშვილის ქუჩაზე 25 მაისს საღამოს მოხდა. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს როგორ შედის უცნობი მამაკაცი ერთ-ერთ კვების ობიექტში და გუგა ფირცხალავას მისამართით დაახლოებით შვიდჯერ ისვრის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით დაიწყო. პოლიციას დამნაშავე დაკავებული ჯერ არ ჰყავს.