„ჩემი სუბიექტური აზრით, მგონი, მაშინაც ჰქონდა გარკვეულწილად ვალდებულებები, თორემ ასე ბოლომდე არ შეტოპავდა, ხელის მუხრუჭს მაინც გამოიყენებდა. მაშინ, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ახერხებდნენ მათი ამ უგუნური სიგიჟეების დაბალანსებას. ჩემი აზრით, ბოლო ორმა წელმა ეს კარგად გამოაჩინა, თურმე რამდენს ახერხებდა და ვერ ახერხებდა გიორგი გახარია. ჩემი აზრით, ნეიტრალური თვალით რომ შევხედოთ, იმაზე ბევრის გადაზღვევას აკეთებდა გიორგი გახარია, ვიდრე შესაძლებელი ყოფილა. ხომ გამოჩნდა, რომ ხელის მუხრუჭის გარეშე მიმავალი „ქართული ოცნება“ ხან რომელ კედელს მიეხეთქება და ხან რომელს“