რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, ვიზების გაუქმების შემდეგ მას საქართველოს რეაქცია გაუკვირდა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „დელოვაია როსიას“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა „აი, მადლობა, კარგი.” არა, იქ სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ამ საკითხზე. ძალიან გასაკვირია. უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელად. გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია,” - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, მან ასეთი გადაწყვეტილება დასვენების სეზონიდან გამომდინარე მიიღო. პუტინის თანახმად, მას ასევე სურდა საქართველოში იმ ხალხის მხარდაჭერა, რომლებსაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დალაგება სურთ, და ასევე რუსეთის იმ ბიზნესებისა და მოქალაქეები მხარდაჭერა, რომლებსაც მეზობელი ქვეყანა უყვართ.
“ჩვენ მზად ვართ გზის ჩვენი მონაკვეთი გავიაროთ, როგორ უკვე ვთქვი, ნაბიჯებს ვდგამთ და გავაგრძელებთ იმის გათვალისწინებით თუ როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე ჩვენს პარტნიორებს,” - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ განვითარდეს და რა გზით იაროს.