საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა 20 წლის ახალგაზრდის ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის ორ მათგანს ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. მათივე ცნობით, კიდევ ერთ პირს, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 20 წლის ახალგაზრდას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. მან ქვეყანა უკვე დატოვა.