სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. Bloomberg-ის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სინგაპურში დაფუძნებულმა Credit Suisse- მა დაარღვია მოვალეობა მოსარჩელეების მიმართ, რადგან ვერ შეასრულა ტრასტის აქტივების დაცვის ვალდებულება. ”დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება მცდარია და ძალიან მნიშვნელოვან იურიდიულ საკითხებს აჩენს”, - განაცხადა Credit Suisse-ის პრესსპიკერმა. მისი განმარტებით, Credit Suisse სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.