საქართველო ირჩევს ევროპას! - სწორედ ამ სახელწოდებით, დედაქალაქში ევროკავშირის დროშებით ორი მსვლელობა გაიმართა. რიგითი მოქალაქეები ოპოზიციურ პარტიებთან ერთად რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბნენ და ევროკავშირის დროშებით, მსვლელობით პარლამენტამდე მივიდნენ. აქციის მსვლელობისას დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, საპროტესტო მსვლელობა "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემაც გამართა.