ოპოზიცია, თსუ-ს პირველი კორპუსიდან რუსთაველის მიმართულებით, ევროკავშირის დროშებით მსვლელობას მართავს. იქამდე დროშით მსვლელობის მონაწილეებს თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილების საშუალება პოლიციამ არ მისცა. დააკავეს ერთი პირიც, რომელსაც იმ ტერიტორიაზე სურდა შესვლა, სადაც მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ხელისუფლებამ ქალაქის სადღესასწაულო მორთულობაში ევროკავშირის დროშები არ გამოიყენა