თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო აღლუმი დასრულდა. ღონისძიების დროს სამხედრო რეკრუტებმა საზეიმო ფიცი დადეს. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე ირაკლი ღარიბაშვილი, სალომე ზურაიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სიტყვით გამოვიდნენ. თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე ახლა ხალხმრავლობაა. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები და აქტივობები.