დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები 15 ქალაქში მიმდინარეობს. ახალქალაქში, სადაც დილიდან მოსახლეობა ქალაქის ცენტრშია შეკრებილი, ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები იმართება.
საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მარნეულში, სადაც დილიდან მოსახლეობა „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეა შეკრებილი.
მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენები.