26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავისუფლების მოედანზე წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. თბილისის გარდა რეკრუტებმა ფიცი კიდევ 10 ქალაქში დადეს.
ფიცის დადების ცერემონიამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველ მებრძოლთა ხსოვნას.
„გილოცავთ სამხედრო ფიცის დადებას“, - მიმართა რეკრუტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.