ინტერნეტის ეპოქაში, სადაც ახალგაზრდები მის პარალელურად აღიზარდნენ, სოციალური ქსელები კარგი საშუალებაა ოჯახის წევრებთან საკონტაქტოდ. მისი მეშვეობით, შორი მანძილიც კი მინიმუმამდე მცირდება.
სწორედ ამ გზავნილს ეფუძნება BBDO Bangkok-ის ახალი ვიდეორგოლი, სახელწოდებით „My Parent is a TikToker“. რეკლამას ერთგვარი გულწრფელი ტონი გასდევს, რათა ოჯახთან კავშირის დადებით მნიშვნელობას გაესვას ხაზი. ამავდროულად, ნაჩვენებია, როგორ მოქმედებს სოციალური ქსელები ადამიანების დაახლოებაზე — საერთო ემოციებისა და განცდების შექმნაზე.