ევროკომისიის პრესსპიკერის, ტიმ მაკფის განცხადებით, გაზის მოხმარების შემცირების გეგმის წყალობით, ევროკავშირი რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებული აღარ არის. ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირმა შეწყვიტა რუსული ნახშირის იმპორტიც, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან ნავთობი იმ მოცულობისმხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაიწყებამდე იყო. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალისხმევით, გაზის მოხმარება მიმდინარე წლის მარტამდე, სულ მცირე, 15%-ით უნდა შემცირებულიყო.