რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსული მხარე შვედეთის კონფრონტაციულ ქმედებებზე საპასუხოდ ხუთ შვედ დიპლომატს აძევებს. უწყების ცნობით, სამინისტროში შვედეთის ელჩი, მალენა მარდი უკვე დაიბარეს. უწყების განმარტებით, 25 აპრილს შვედეთში რუსეთის საგარეო მისიის ხუთი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოსკოვმა სტოკჰოლმის მხრიდან ღიად მტრულ ნაბიჯად შეაფასა. მათი განმარტებით, შვედ დიპლომატებს დაევალათ, დატოვონ რუსეთის ფედერაცია იმავე ვადაში, რაც შვედეთის ხელისუფლებამ რუს თანამშრომლებს ქვეყნის დასატოვებლად განუსაზღვრა.