უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 106 სამხედრო მოსამსახურე დააბრუნა. მისი თქმით, აღნიშნული ჯარისკაცები ბახმუტისთვის იბრძოდნენ და წარმატებასაც მიაღწიეს, რამაც მტერს უკრაინის აღმოსავლეთში საშუალება არ მისცა, რომ კიდევ უფრო მეტად წაეწია წინ. სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გათავისუფლებული ჯარისკაცებიდან 68 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.