იგეგმება თუ არა კომუნალური მომსახურების გადასახადებზე ტარიფების გადახედვა და შემცირება - ნაციონალური მოძრაობის წევრები საკითხზე სემეკის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვენ. მათი განცხადებით ლარის კურსის გამყარების მიუხედავად საქართველოს მთავრობა კომუნალურ გადასახადებს არ ამცირებს და ამით მოსახლეობის ინტერესებს უგულებელყოფს. სემეკში კი განმარტავენ, რომ 2020 წელს ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიებისთვის ტარიფების განისაზღვრისას კომისიამ იმაზე დაბალი ტარიფი დაადგინა, ვიდრე ამას კომპანიები ითხოვდნენ.