ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების პორტალზეა. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ ბიძიბა ივანიშვილი ლობირებს ბიზნესმენ ევტუშენკოვის ინტერესებს სანქციების გვერდის ასავლელად, ასევე აქვს კავშირი რეჟიმთან, რომელიც უკრაინაში გენოციდსა და სხვადასხვა დანაშაულებს სჩადის. ინიციატივა უკრაინის რადას დეპუტატ ოლექსეი გონჩარენკოს ეკუთვნის, აღნიშნულ განცახდებას მმართველი პარტია შანტაჟს უწოდებს, ოპოზიცია კი ქართული ოცნების დამფუძნებლის დასანქცირების მოლოდინშია.