მმართველი პარტია ირწმუნება რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში არ დაეხმარება. ოცნების პასუხი ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას მოჰყვა, რომელშიც სტოლტენბერგი იმედს იტოვებს რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას არ გაუადვილებენ. საქნციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინაც.