უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 106 სამხედრო მოსამსახურე დააბრუნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტვიტერზე“ წერს.
"სახლში 106 ჩვენიანს ვაბრუნებთ. ესენი არიან ბახმუტის მიმართულებით მებრძოლი ჯარისკაცები - 8 ოფიცერი და 98 ჯარისკაცი და სერჟანტი", - განაცხადა ერმაკმა.
მისი თქმით, აღნიშნული ჯარისკაცები ბახმუტისთვის იბრძოდნენ და წარმატებას მიაღწიეს, რამაც მტერს არ მისცა საშუალება, კიდევ უფრო ღრმად წაეწია წინ უკრაინის აღმოსავლეთში.
ამასთან, სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გათავისუფლებული ჯარისკაცებიდან 68 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა