თბილისის მერი ამბობს, რომ მეტროს ვაგონების შესყიდვაზე ტენდერი „მეტროვაგონმაში”-ის დასანქცირების გამო შეჩერდა. კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს ხელშეკრულების გაწყვეტა მერიის სანქცირებას, კახი კალაძე პასუხობს, რომ მისი უწყება არაფერ შუაშია. კალაძე ამბობს, რომ ახალი ვაგონების შესყიდვისთვის ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება