რუსეთის პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ მოსკოვის რეგიონში ჩადენილი დანაშაულები საბჭოთა ხალხის გენოციდად აღიარონ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის გენერალურ პროკურატურაში გაკეთდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მაშინ მოქალაქეები აწამეს, დახოცეს და სახლებიდან გაყარეს, რათა იქ გერმანული სამხედრო ნაწილები განთავსებულიყვნენ.
მათივე ცნობით, საერთო ჯამში, მოსკოვის ოლქის ოკუპაციის პერიოდში მსხვერპლთა საერთო რიცხვი 26 ათას შეადგენს, ხოლო მატერიალური ზარალი 6,4 ტრილიონ რუბლს აღწევს.
რუსეთის პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დანაშაულების დამადასტურებელი ფაქტები, მათ შორის საარქივო დოკუმენტები, საექსპერტო დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები სასამართლოში უკვე გადაგზავნილია.