კატარში, ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მან რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, ე.წ. მეორე ფრონზე და მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც გაამახვილა ყურადღება. ოპოზიციის შეფასებით, ღარიბაშვილის გზავნილებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და მათი რეალური მიზანი კიდევ ერთხელ გამოიკვეთა.