„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში არ დაეხმარება. ამით მმართველმა პარტიამ ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას უპასუხა, რომელშიც სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები სანქციებს დაიცავენ და აგრესიული ომის დაფინანსებას რუსეთს არ გაუმარტივებენ.
ამავე საკითხზე ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამაც ისაუბრა და ის გუშინ თბილისში იმყოფებოდა.
როგორია პოლიტიკური შეფასებები და რას უნდა ველოდოთ ვილნიუსის სამიტზე, ამას ჩვენი ჟურნალისტი, მერაბ პაპაშვილი გვეტყვის.