რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ ქალაქ ბახმუტიდან საბრძოლო ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო. ცნობისთვის, „ვაგნერმა“ ბახმუტისთვის ბრძოლაში 20 000-მდე მეომარი დაკარგა, მათი ნახევარი ყოფილი პატიმარი იყო.