ლატვიის პრემიერ-მინისტრი, კრისიანის კარინსი უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, უკრაინა ომის დასრულების შემდეგ ნატო-ში თუ არ გაწევრიანდება, ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ იქნება.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების აუცილებლობას, „რაც საჭიროა, ყველაფრით, ვიდრე ქვეყანა ამ ომში საბოლოოდ არ დაამარცხებს სრულიად გაუმართლებელ აგრესიას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ“.
კარინსმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სავალდებულოა.