თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე მთლიანად ჩაკეტილია. თავისუფლების მოედანი, ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხვალინდელი ღონისძიებების ეპიცენტრი იქნება.
ხვალ, დილის 11 საათზე, დღესასწაულის აღნიშვნა - დედაქალაქსა და საქართველოს 10 რეგიონში წვევამდელების ფიცის დადებით დაიწყება. ასევე სამხედრო ტექნიკის გამოფენა ჩატარდება. რუსთაველის გამზირზე ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება. საღამოს კი, რესპუბლიკის მოედანზე კონცერტი შედგება.
ღონისძიებას პრემიერი, პრეზიდენტი, მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.