ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს.ლიგის ოფიციალურ გვერდს ბოლო ტურებში ქართველი მოთამაშეები სიმბოლურ თერთმეტეულში სისტემატურად შეჰყავს.36-ე ტურში „მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა მორიგი გოლი „გენგამს“ გაუტანა და 23 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, თუმცა გუნდმა გიორგი მიქაუტაძის კარგი თამაშით ვერ ისარგებლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა (1:1), რაც ლიგა 1-ში გადასვლისთვის მებრძოლ გუნდს, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს.ზურიკო დავითაშვილმა კი „ლავალთან“ გაიბრწყინა და, გოლთან ერთად, ანგარიშზე საგოლე გადაცემაც ჩაიწერა. სულ დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ხუთი გოლის გატანა შეძლო.სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ბორდო“ 69 ქულით მეორე ადგილზეა და ლიგა 1-ში გადასვლის რეალური კანდიდატია. დავითაშვილის გუნდი მიქაუტაძის „მეცს“, რომელიც მესამე პოზიციაზეა, სამი ქულით ასწრებს.