„რობინზონ კრუზო“, ინგლისელი მწერლისა და პუბლიცისტის დანიელ დეფოს სათავგადასავლო ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1719 წლის 25 აპრილს , ინგლისურ ენაზე გამოიცა და მწერალს დიდი პოპულარობა მოუტანა , წიგნი ნათარგმნია მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე და გაყიდულია მისი მილიონობით ეგზემპლიარი.
რობინზონ კრუზო იორკელი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ოცნებობს მოგზაურობაზე შორეულ ზღვებში. მამის ნების საწინააღმდეგოდ, 1651 წელს ის ტოვებს მშობლიური სახლს და მეგობართან ერთად მიდის თავის პირველ საზღვაო მოგზაურობაში.
1659 წელს ერთ-ერთი მოგზაურობის დროს გემი ქარიშხალში მოხვდება და ორინოკოს შესართავთან უცნობი კუნძულის მახლობლად იძირება. კრუზო ხდება ეკიპაჟის ერთადერთი გადარჩენილი წევრი. სასოწარკვეთილებით შეპყრობილი კრუზო, გემიდან იღებს ყველა საჭირო ინსტრუმენტს და მარაგს სანამ ის მთლიანად ჩაიძირება. უკაცრიელ კუნძულზე დასახლების შემდეგ წიგნის მთავარი გმირი, აშენებს კარგად დამალულ და დაცულ საცხოვრებელს, სწავლობს ტანსაცმლის კერვას, თიხის ჭურჭლის გამოწვას, თესავს მინდვრებზე ქერსა და ბრინჯს. ის ასევე ახერხებს კუნძულზე მცხოვრები გარეული თხების მოთვინიერებასაც.
ერთ დღესაც კრუზო აღმოაჩენს , რომ ის სულაც არ არის კუნძულზე მარტო , პარასკევ დღეს მის კუნძულზე მოსული კაციჭამიებისაგან იგი გამოიხსნის ერთ-ერთ ველურს და მას პარასკევას დაარქმევს. იგი მთელი ძალისხმევით ცდილობს, ველურ მდგომარეობიდან მის გამოყვანას, ადამიანად ქცევას და, საბოლოოდ, ახერხებს კიდეც ამას:
გადის დრო და მათ მყუდროებას გემით მოსული ევროპელები არღვევენ. რობინზონი ერთვება მათ შორის ბრძოლაში. უმკლავდება აბუნტებულ მეზღვაურებს და ამავე გემით ბრუნდება ინგლისში პარასკევასთან ერთად , რომელიც მას არ უნახავს 28 წლის, ორი თვისა და 19 დღის განმავლობაში.დანიელ დეფო, 1660 წელს ლონდონში, პროტესტანტი ვაჭრის ოჯახში დაიბადა. უმაღლესი განათლება ნიუინგტონის პურიტანულ სასულიერო აკადემიაში მიიღო, თუმცა აკადემიის დასრულების შემდეგ სასულიერო კარიერაზე უარი თქვა და კომერციაში ჩაება. სავაჭრო საქმეებზე ხშირად ჩადიოდა საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში, გაეცნო კონტინენტური ევროპის ცხოვრებას, შეისწავლა უცხო ენები.
ბიზნესის პარალელურად მეტად ნიჭიერი ჟურნალისტი და ნაყოფიერი პუბლიცისტი იყო, გამოსცემდა ჟურნალს, აქტიურად მონაწილეობდა ინგლისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დეფომ 1702 წელს გამოაქვეყნა მისი პირველი პამფლეტი "ყველაზე მოკლე გზა დისენტერთა გასანადგურებლად", რის გამოც ციხეში ჩასვეს და "სამარცხვინო ბოძთან" დგომა მიუსაჯეს. დეფომ ციხეში დაწერა "ჰიმნი სამარცხვინო ბოძს", რომელსაც ისეთი რეზონანსი მოჰყვა, რომ მწერალს სასჯელი ტრიუმფად ექცა, ლონდონელები აღტაცებისა და მხარდაჭერის გამოსახატავად სამარცხვინო ბოძთან მდგომ დეფოს ყვავილებს ესროდნენ.
რაც შეეხება დეფოს ყველაზე სახელგანთქმულ რომანს, მისი სრული სახელია "რობინზონ კრუზოს ცხოვრება და თავგადასავალი", მას საფუძვლად უდევს რეალური ამბავი, რომელიც შოტლანდიელ მეზღვაურს, ალექსანდრ სელკირკს გადახდა თავს. გემის კაპიტანმა იგი ურჩობისთვის დასაჯა - უკაცრიელ კუნძულზე დატოვა. სელკირკმა კუნძულზე ოთხი წელი გაატარა, სანამ სხვა გემის მეზღვაურებმა შემთხვევით არ იპოვეს. ამ დროს იგი ძალზე საბრალოდ გამოიყურებოდა, ლაპარაკიც კი თითქმის დავიწყებული ჰქონდა.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2019 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , PalitraL.ge