მეგობარი ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს დღეს ბრალი დაუზუსტდება. გამოძიება უზბეკეთის მოქალაქეს, 48 წლის გაბრიელ ხოხობაშვილს განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს. დაკავებულმა ქალი აგურის თავში ჩარტყმით მოკლა და ცხედრის დამალვა მდინარე იორში სცადა. მიმალვის მიუხედავად, ხოხობაშვილი მალე დააკავეს.