საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ივნისის ბოლოს გაიმართება. საბერძნეთის წამყვანი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვედრა ჰქონდათ ქვეყნის პრეზიდენტთან, კატერინა საკელაროპულოსთან, სადაც ვადამდელი არჩევნების ივნისის ბოლოს ჩატარებაზე შეთანხმდნენ და მთავრობის ფორმირებაზე უარი თქვეს.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების თარიღი ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული, ბერძნული მედია წერს, რომ საბერძნეთის პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არჩევნების მეორე ტური 25 ივნისს ჩატარდეს.
საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ „ახალი დემოკრატები“ ხმების 40.8% მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა პარტია „სირიზამ“ კი – 20,1%.