რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TASS თავისსავე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და წერს, რომ "მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სააგენტომ მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროს შენობაში, ხანძარი ვერ გამოავლინა".
გამოცემამ გავრცელებული ცნობები გასაჯაროებიდან ზუსტად 40 წუთში უარყო. "ხანძრის ფაქტი დადასტურებული არ არის - სახანძრო სამსახურის მისვლისას ხანძარი არ გამოვლენილა. ასევე არ არის ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ - ნათქვამია, გამოეცემის მოსკოვის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში. მანამდე კი TASS-მა დაადასტურა, რომ მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ხანძარი იყო.
გამოცემამ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით დაწერა, რომ ცეცხლი ფრუზენსკაიას სანაპიროზე, თავდაცვის სამინისტროს შენობაში, ერთ-ერთ აივანზე გაჩნდა.