უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირანელ ხალხს მოუწოდებს, რუსეთის სისხლიანი ომის თანამონაწილეები არ გახდნენ, რომლებიც ირანულ „კამიკაძე“ დრონებს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების დასახოცად იყენებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებმა ისწავლეს „კამიკაძე“ დრონების ჩამოგდება ადამიანები თავდასხმებს მაინც ეწირებიან.
ზელენსკის განცხადებით, აგრესორისთვის დახმარების აღმოჩენის შედეგად ირანი იღებს კიდევ უფრო მეტ იზოლაციას მსოფლიოსგან და კიდევ მეტ პრობლემებს.