“ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის შედეგებს, რომლის თანახმადაც საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 33,98%-მდე შემცირდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ ქმედებებს უკავშირებენ.
მმართველი პარტიის ოპონენტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ევროპულ ღირებულებებს პატივს არ სცემს, რაც ყველაზე უკეთ ოპოზიციასა და მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას ვლინდება. მათივე განმარტებით, ”ქართული ოცნების” არადემოკრატიული მმართველობის მაგალითი ნიკა გვარამიას აბსურდული ბრალდებით დაკავებაა, რაც ყოველგვარ დასავლურ სტანდარტს სცდება.