უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის. მედიის ინფორმაციით, ამიერიდან ქვეყანაში ქრისტეშობა ნაცვლად 7 იანვრისა 25 დეკემბერს აღინიშნება, ასევე შეიცვლება სხვა დღესასწაულთა თარიღებიც, მათ შორის, ნათლისღება, 19 იანვრის ნაცვლად, 6 იანვარს დაწესდება, წმინდა ნიკოლოზის დღე კი, 19 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერს აღინიშნება. ამავე ცნობით, აღდგომა და სამების დღესასწაული ძველებურად დადგინდება. ახალ კალენდარზე გადასვლასთან დაკავშირებით ფორმალურ გადაწყვეტილებას 27 მაისს საკათედრო ტაძარში მიიღებენ.