დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ. როგორც პალიტრა ნიუსს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სივრცეები მოეწყობა, მათ შორის შემეცნებითი, გასართობი, სპორტული და საბავშვო, ასევე ლიტერატურული კაფეები, სადაც მწერლები და პოეტები იქნებიან. მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე ასევე სტარტაპერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა იქნება.