„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ არამოსამართლე წევრს ტრისტან ბენაშვილს, გიორგი გზობავასა და ზურაბ გურასპაშვილს კავშირები აქვთ აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან და ირაკლი შენგელიასთან. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათი საბჭოში არჩევა კიდევ უფრო მეტად გაამყარებს კლანის პოზიციებს და ხელს არ შეუწყობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, რაც აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.