საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის- Freedom House-ის 2023 წლის ანგარიშით, ქვეყანას ბოლო 10 წლის განმავლობაში დემოკრატიის ყველაზე დაბალი ქულა აქვს. Freedom House - ეს მაჩვენებლები არ უკვირთ ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანა ევროპულ მომავალს სცილდება. ეს ბრალდება მიუღებელია ქართული ოცნებისთვის, რომელმაც დღეს ანგარიშს მიკერძოებული უწოდა.