საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა. პრემიერი ვრცელი სიტყვით გამოსვლის ფარგლებში შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც რუსეთთან ფრენების აღდგენა, უკრაინაში მიმდინარე ომი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. პრემიერის განცხადებებს შეფასებები ოპოზიციასა და მმართველ გუნდში უკვე მოჰყვა, როგორია ლიდერების შეფასება და კომენტარები საკითხზე.