ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ნატო-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი და „ლელოდან“ ანა ნაცვლიშვილი ესწრებიან. სამეკავშირეო ოფისში იკრიბებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც ოპოზიციის შემდეგ შეხვდებიან ხავიერ კოლომინას. ოფისში უკვე მივიდნენ ბრიტანეთის, ლიეტუვის, შვედეთისა და თურქეთის ელჩები.